მოსკოვში დემონსტრაციაზე დააკავეს სერგეი უდალცოვი

დღეს მოსკოვში საპროტესტო აქციაზე დააკავეს ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტი, სერგეი უდალცოვი, როცა ის შეეცადა ყვავილებით შეემკო საბჭოთა პერიოდის გულაგების მსვხერპლთა მემორიალი. დღევანდელი დემონსტრაციით ოპოზიცია პროტესტს გამოთქვამს პრეზიდენტ ვლადმირ პუტინის მმართველობის წინააღმდეგ. დამოუკიდებელ ტელესადგურ „დოჟდის“ ცნობით, დაკავებულია მისი რამდენიმე რეპორტიორიც, რომელიც საპროტესტო აქციას აშუქებდა.