უკრაინის ქალაქ ხარკოვში სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა აფეთქებისა და ხანძრის შედეგად 16-სართულიან სახლში

უკრაინის ქალაქ ხარკოვში სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა აფეთქებისა და ხანძრის შედეგად 16-სართულიან სახლში, იტყობინება ქალაქის ვიცე-მერი სვეტლანა გორბუნოვა-რუბანი. თვითმხილველთა თქმით, აფეთქება მოხდა მე-10 სართულზე. ჩამოინგრა კედლის ნაწილი. იწვის ბინები მე-9, მე-10 და მე-11 სართულებზე. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები და მაშველები. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.