დამასკის გარეუბნებში შეტაკებები გრძელდება

სირიიდან იუწყებიან, რომ მთავრობის ჯარებსა და მეამბოხეებს შორის ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს დამასკის გარეუბნებში. სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, არმია ახორციელებს ფართომსაშტაბიან ოპერაციას დამასკის გარეუბნებში მეამბოხეების წინააღმდეგ და მოკლულია, როგორც ცნობაში ვკითხულობთ, „ათობით ტერორისტი“. სხვა წყაროების ინფორმაციით, ოპოზიციის ჯარებმა ბოლოხანს წინ წაიწიეს დედაქალაქთან შეტაკებაში, რომელშიც დაუპირისპირდნენ მთავრობის მომხრე პალესტინელების ჯგუფს დამასკთან მდებარე იარმუკის პალესტინელი ლტოლვილების ბანაკიდან.