კარავი ქუჩაში დარჩენილთათვის

Your browser doesn’t support HTML5

თბილისში, 9 აპრილის სახელობის ბაღში, მოხალისეებმა კარავი გაშალეს. მასში თავის შეფარება იმ პირებს შეუძლიათ, ვისაც ღამის გასათევი არსად აქვს. ქუჩაში მცხოვრები ხალხის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა ძლიერი ყინვების გამო. სამოქალაქო ინიციატის ფარგლებში მოხალისეებმა პარკში ორი 30-კაციანი კარავი გაშალეს. სახელდახელო თავშესაფარში ამჯერად 3 ადამიანი ცხოვრობს. გროვდება შემოწირულობა კარავში მყოფი პირებისთვის. აქციის ინიციატორები მოსახლეობას ტანსაცმლის, შეშისა და საკვების მიტანას სთხოვენ.