სასწრაფო დახმარების ცენტრის უფროსი თანამდებობას ტოვებს

Your browser doesn’t support HTML5

21 დეკემბერს თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებმა გამართეს აქცია ადმინისტრაციის შეცვლის მოთხოვნით. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები და აპარატურა გაუმართავია, თანამშრომელთა ხელფასები კი - დაბალი. ცენტრის დირექტორმა გიორგი თოდუამ მერიას გადადგომის განცხადებით მიმართა.