შსს ძვირად ღირებულ მანქანებს აუქციონზე გაყიდის

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული 50-მდე ძვირად ღირებული ავტომანქანა აუქციონის წესით გაიყიდება. სამინისტროს განცხადებით, ახალი მინისტრის დანიშვნამდე შეძენილი მანქანების ღირებულება ხშირ შემთხვევაში 100 000 დოლარს აჭარბებს, მათი ტექნიკური მომსახურება კი ჯამში წელიწადში მილიონ ლარზე მეტი ჯდებოდა. მათ სანაცვლოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე შეიძინა "ტოიოტას" მარკის 30-მდე მაღალი გამავლობის და 10-მდე მსუბუქი ავტომობილი.