ავღანელმა პოლიციელმა ამერიკელი სამხედრო მრჩეველი მოკლა

ავღანელმა პოლიციელმა ქალმა ქაბულის პოლიციის შენობაში ცეცხლი გაუხსნა და მოკლა ამერიკელი სამხედრო მრჩეველი. ავღანეთის პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა მუჰამედ ზაჰირმა ინციდენტს ”შიგნიდან განხორციელებული დარტყმა უწოდა”. ეს პირველი ოფიციალურად დაფიქსირებული შემთხვევაა, როდესაც ავღანეთის უშიშროების ძალების ქალმა თანამშრომელმა ესროლა ნატოს წარმომადგენელს.