ქართველი მეზღვაურები სამშობლოში ამ კვირაში დაბრუნდებიან

პანამაში მყოფი ქართველი მეზღვაურები სამშობლოში ამ კვირაში დაბრუნდებიან, - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. მისი ინფორმაციით, 25 დეკემბერს საქართველოში 8 მეზღვაური ჩამოვა, 26 დეკემბერს კი კიდევ ოთხი. ფანჯიკიძის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო და მოიპოვა დაფინანსება მეზღვაურების სამშობლოში დასაბრუნებლად. ნიგერიის დროშით მცურავი, დაზიანებული გემის ეკიპაჟის წევრები უკვე რამდენიმე თვეა პანამის სანაპიროსთან იმყოფებიან.