როლანდ ახალაია პროკურატურაში დაიბარეს

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი როლანდ ახალაია პროკურატურაში დაიბარეს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. ახალაია პროკურატურაში 25 დეკემბერს დაიკითხება. პროკურატურის ინფორმაციით ახალაიას დაბარება მის სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად მოღვაწეობას უკავშირდება. როლანდ ახალაიას უმცროსი ვაჟი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია მეორე თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მას ბრალი ედება 144-ე და 143-ე მუხლებით, რაც თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას თვალისწინებს. ძებნილად არის გამოცხადებული როლანდ ახალიას უფროსი ვაჟი დათა ახალაია, რომელსაც პროკურატურა ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ადანაშაულებს.