26 დეკემბრისთვის გადაიდო როლანდ ახალაიას დაკითხვა

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის როლანდ ახალაიას დაკითხვა 26 დეკემბრისთვის გადაიდო. საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს წარმომადგენლმა ხათუნა პაიჭაძემ ინტერნეტგამოცემა ლაივპრესს დღეს აცნობა, რომ პარლამენტის კანცელარიამ მიზეზთა გამო როლანდ ახალაის უწყება ვერ გადასცა და შესაბამისად, მოწმის სტატუსით დეპუტატი პროკურატურამ ხვალ დაიბარა. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში უნდა გამოცხადდეს. პროკურატურის განმარტებით, როლანდ ახალაიას მოწმის სტატუსით დაბარება უკავშირდება საოლქო პროკურორად მისი მუშაობის პერიოდის ერთ-ერთ ეპიზოდს, რომლის გამოძიებისას საპროცესო შეთანხმებების გაფორმების მართლზომიერების საკითხი გამოიკვეთა და აუცილებელია დეტალების დადგენა.