გაერო მწუხარებას გამოთქვამს ყაზახეთში შვეულმფრენის კატასტროფის გამო

ჟენევაში მდებარე გაეროს ოფისის გენერალური დირექტორმა კასიმ ტოკაევმა მიუსამძიმრა ყაზახეთში შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ეკიპაჟისა და მგზავრების ოჯახებს. სამშაბათს ყაზახეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ შიმკენტის მახლობლად კატასტროფა განიცადა სასაზღვრო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენმა. დაიღუპა მასში მყოფი 27-ვე ადამიანი, მათ შორის ყაზახეთის სასაზღვრო ჯარების სარდალი, პოლკოვნიკი ტურგანბეკ სტამბეკოვი. შვეულმფრენის კატასტროფის მიზეზებს გამოძიება იკვლევს.