ეუთო აზერბაიჯანელი ჟურნალისტების განთავისუფლებას მიესალმა

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი მიესალმა ორი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და ერთი ბლოგერის საპატიმროდან გათავისუფლებას. დუნია მიატოვიჩმა პარასკევს განაცხადა, რომ ჟურნალისტების განთავისუფლება ქვეყანაში „ჟურნალისტების საქმიანობისათვის უკეთესი გარემოს შექმნას“ შეუწყობს ხელს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა 26 დეკემბერს 86 პატიმარი, მათ შორის ჟურნალისტები ანარ ბაირამლი, ფარამაზ ჯანიევი და ბლოგერი ტალეჰ ხაშმამაედოვი შეიწყალა. ეუთოს წარმომადგენელმა მოუწოდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომ ციხიდან ოთხი დანარჩენი ჟურნალისტიც გამოუშვას.