პაკისტანში მოეწყო შიიტებზე თავდასხმა

პაკისტანში, სულ ცოტა, 19 ადამიანი შეიწირა აფეთქებამ, რომელიც მიმართული იყო შიიტი მლოცველების წინააღმდეგ. დაიჭრა, სულ ცოტა, 15 ადამიანი. აფეთქება დღეს მოხდა სამხრეთში მდებარე ბელუჯისტანის პროვინციაში. ოფიციალური ინფორმაციით, შიიტი მლოცველები ავტობუსებით მიემგზავრებოდნენ ესკორტის თანხლებით. ბომბი ერთ-ერთ ავტომანქანაზე იყო მიმაგრებული.