უკრაინა ეუთოს ჩაუდგა სათავეში

2013 წელს ეუთოს თავმჯდომარეობას გაუწევს უკრაინა, რომელმაც ირლანდიისგან ჩაიბარა მისია. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლეონიდ კოჟარის თქმით, უკრაინის თავმჯდომარეობის დროს პრიორიტეტები იქნება ენერგეტიკული უსაფრთხოება, სიტყვის თავისუფლების დაცვა, ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლა. ეუთოში, ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციაში 57 (საქართველო - 1992 წლის მარტიდან) ქვეყანა შედის. ყოველ წელს, მას, როტაციის პრინციპის თანახმად, ახალი თავმჯდომარე ჰყავს.