სირიის დედაქალაქ დამასკის მახლობლად ბრძოლა გრძელდება

სირიის დედაქალაქ დამასკის და სხვა ქალაქების მახლობლად შეიარაღებული ოპოზიციის და მთავრობის ჯარს შორის ბრძოლა გრძელდება. უფლებადამცველების თანახმად, არმიის ავიაციამ დაბომბა მეამბოხეთა პოზიციები, დარაიას მიდამოებში. სახელმწიფო პრესა იუწყება, რომ დარაიაში ათობით მეამბოხე დახოცეს. ბრძოლა მიმდინარეობს ალეპოს აეროპორტის არეალშიც.