საფრანგეთში პარკინგებზე დაწვეს 1200-მდე მანქანა

საფრანგეთის ხელისუფლების ცნობით, ახალი წლის ღამით პარკინგებზე გაჩერებულ თითქმის 1200 მანქანას წაუკიდეს ცეცხლი. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვანდალებმა 1193 მანქანა დაწვეს. მინისტრმა განაცხადა, რომ დაკავებულია 339 პირი. ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად ხდება, რომ ხელისუფლება დამწვარი მანქანების ზუსტ რაოდენობას ასაჯაროებს. ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობისას შეწყდა ამგვარი ინფორმაციის გამოქვეყნება ვანდალების მიმართ ყურადღების შესამცირებლად.