დელის პოლიციამ ხუთი პირი დაადანაშაულა ჯგუფურ გაუპატიურებასა და მკვლელობაში

ხუთშაბათს დელის პოლიციამ გაუპატიურებასა და მკვლელობის ბრალი წაუყენა ხუთ პირს, რომლებიც ეჭვმიტანილნი იყვნენ 23 წლის ახალგაზრდა ქალის ჯგუფურ გაუპატიურებაში. 16 დეკემბერს სასტიკად ნაცემი და გაუპატიურებული ქალიშვილი გასულ შაბათს გარდაიცვალა სინგაპურის საავადმყოფოში. ამ საქმეზე პოლიციამ ექვსი პირი დააკავა. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. გოგონას გაუპატიურებამ მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია ინდოეთში, სადაც ქალების გაუპატიურების შემთხვევები ხშირია. დემონსტრანტები დამნაშავეების სიკვდილით დასჯას მოითხოვენ.