ბაღდადში პარასკევს ანტისამთავრობო გამოსვლები მოეწყო

ბაღდადში პარასკევს გაიმართა ანტისამთავრობო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები მოითხოვენ შიიტი პოლიტიკოსის, ნური ალ მალიქის თავმჯდომარეობით მოქმედი მთავრობის გადადგმომას. დემონსტრანტები მოითხოვდნენ პატიმართა განთავისუფლებას და ადამიანის უფლებების დაცვას. ანტისამთავრობო დემონსტრაციები, უკვე ორ კვირაა გრძელდება ბაღდადთან ერთად ერაყის სხვა ქალაქებშიც.