ინდოეთში სასამართლოს წინაშე წარდგნენ ჯგუფურ გაუპატიურებაში ბრალდებულები

ინდოეთში სასამართლოს წინაშე წარდგა დელიში სტუდენტი გოგონას ჯგუფურ გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებული ხუთი მამაკაცი. მათთვის პოლიციას აქვს წარდგენილი მოტაცების, გაუპატიურების, მკვლელობის და სხვა ბრალდებები. მას შემდეგ, რაც ბრალდებულების გამოჩენას სასამართლოს ხალხით სავსე დარბაზში არეულობა და პროცესის დაყოვნება მოჰყვა, გადაწყდა მათი საქმის დახურულ კარს მიღმა განხილვა. ხუთ ბრალდებულს სიკვდლით დასჯა ემუქრება 16 დეკემბრის თავდასხმისათვის, რომელმაც აღშფოთება და საპროტესტო აქციები გამოიწვია ინდოეთში. 23 წლის სტუდენტის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეექვსე პირი 17 წლისაა და მას ცალკე გაასამართლებენ.