ავღანეთში საერთაშორისო ძალების ერთი ჯარისკაცი მოკლეს

უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების - ISAF-ის ცნობით, ავღანეთში ერთი ჯარისკაცი მოკლეს. სამშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ”ავღანეთის სამხრეთში პირმა, რომელსაც ავღანეთის ეროვნული არმიის ფორმა ეცვა იარაღი მიმართა საერთაშორისო ძალების წარმომადგენლებისკენ და მოკლა ერთი სამხედრო პირი”. განცხადებაში სხვა დეტალები არ სახელდება.