თელ-ავივში ავტომანქანა აფეთქდა

დღეს ავტომანქანა აფეთქდა თელ-ავივში, ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მახლობლად. დაიჭრა, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი. ისრაელის პოლიციის პრესმდივნის, მიკი როზენფელდის განცხადებით, არსებობს საფუძველი ვარაუდისათვის, რომ აფეთქება გარკვეულ დანაშაულს უკავშირდება, თუმცა არ გამორიცხავენ არც პალესტინელი ექსტრემისტების ქმედებას.