აზერბაიჯანში დააჯარიმეს 21 დემონსტრანტი

აზერბაიჯანში 21 პირი დააჯარიმეს ბაქოს ცენტრში შაბათს გამართულ დემონსტრაციაში მონაწილეობისთვის. დაჯარიმებულ დემონსტრანტებს, რომლებიც პროტესტს გამოთქვამდნენ აზერბაიჯანის არმიის მოსამსახურეთა შორის სიკვდილის შემთხვევების გახშირების წინააღმდეგ, მოუწევთ 380-დან 760 დოლარამდე ექვივალენტური თანხის გადახდა ადგილობრივი ვალუტით. ასეთი მაღალი ჯარიმები (აზერბაიჯანში საშუალო თვიური ხელფასი დაახლოებით 400 დოლარს შეადგენს) გათვალისწინებულია ნოემბერში მიღებული ახალი კანონით, რომელიც 1 იანვრიდან ამოქმედდა.