პარლამენტის რიგგარეშე სხომა დღეს გაიმართება

პარლამენტი დღეს გამართავს რიგგარეშე სხდომას, რომელიც 16:00 საათისთვის დაინიშნა. მანამდე, 14:00 საათზე, ჩატარდება პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელზეც ბიუროს წევრები რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავენ. რიგგარეშე სხდომამდე საკომიტეტო მოსმენები გაიმართება. დეპუტატები რიგგარეშე სესიის ფორმატში მუშაობას მიმდინარე კვირის ბოლომდე გააგრძელებენ.