პროკურატურამ მეგის ქარდავას სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალი წაუყენა

მთავარმა პროკურატურამ მეგის ქარდავასა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს სერგო თეთრაძის სიკვდილის საქმეზე ბრალი წაუყენა. სამხედრო პოლიციისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების, ასევე სხვადასხვა სახის ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მეგის ქარდავასა და სხვა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შაუმდგომლობით მიმართა. ამასთან, პროკურატურა მეგის ქარდავასთან მიმართებაში დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების შეჩერებასაც ითხოვს.