სირიაში 22 ადამიანი დაიღუპა დანაღმული ავტომანქანების აფეთქების შედეგად

სირიაში, სულ ცოტა, 22 ადამიანი დაიღუპა დანაღმული ავტომანქანების აფეთქების შედეგად. აფეთქებები მოხდა ჩრდილოეთში მდებარე იდლიბის პროვინციაში. როგორც იუწყებიან, დაიჭრა, სულ ცოტა, 35 ადამიანი. ბრიტანეთში დაფუძნებულ ორგანიზაცია "სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის" ცნობით, აფეთქებები მიმართული იყო უშიშროების სამსახურის ადგილობრივი შტაბბინის წინააღმდეგ. ორგანიზაცია აცხადებს, რომ არის მსხვერპლი, მაგრამ დეტალების შესახებ არ იუწყება.