თურქეთში ათიათასობით ადამიანი დაესწრო ქურთი აქტივისტების დაკრძალვას

თურქეთის ქალაქ დიარბაკირიში ათიათასობით ადამიანი დაესწრო სამი ქურთი აქტივისტი ქალის დაკრძალვას. სამივე ქალი გასულ კვირაში პარიზში მოკლეს. ცნობების თანახმად, 50 000-მდე ადამიანი შეიკრიბა სამგლოვიარო ცერემონიაზე დიარბაკირში, სადაც უმეტესწილად ქურთები ცხოვრობენ. მოკლულ ქალებს შორის არის საქინე ჩანსიზი, ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) თანადამაარსებელი. კვლავაც დაუდგენელია მკვლელობის მოტივი.