ბარაკ ობამა: „ძლიერი ბრიტანეთი ძლიერ ევროკავშირში უნდა იყოს”

„ძლიერი ბრიტანეთი ძლიერ ევროკავშირში უნდა იყოს“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან დევიდ კამერონთან შეხვედრისას განაცხადა, იტყობინება თეთრი სახლი. პრემიერ-მინისტრის თანაპარტიელები კონსერვატიული პარტიიდან, კამერონს ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობენ.