პარლამენტში საარჩევნო სისტემის რეფორმა მზადდება

პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი ამზადებს კანონპროექტს, რომელმაც საარჩევნო სისტემის რეფორმა უნდა უზრუნველჰყოს. ჯგუფი რვავე საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება და მას უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი უხელმძღვანელებს. ცვლილებები საარჩევნო სიების, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების, საარჩევნო რეკლამის, საარჩევნო ადმინისტრაციების, საარჩევნო დავებისა და საარჩევნო სისტემის მიმართულებით გახორციელდება. ახალ საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის საზაფხულო სესიის დროს უნდა დასრულდეს.