ერგნეთში გაიმართება ინციდენტების პრევენციაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა

სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული მხარე, სხვა საკითხებთან, ერთად ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ზოლის მავთულხლართებით შემოღობვის საკითხს დააყენებს. საუბარი ასევე შეეხება იმ ინციდენტებს, რომლებიც გასული თვის განმავლობაში დაფიქსირდა.