აფრიკული კავშირი 50 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს მალის ხელისუფლებას

აფრიკული კავშირი მალის ხელისუფლებას ისლამისტ-ბოევიკებთან საბრძოლველად 50 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოუყოფს. სამშაბათს ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში გაიმართება დონორი ქვეყნების კონფერენცია. მონაწილეები იმედს გამოთქვამენ, რომ რამდენიმე მილიონ დოლარს შეაგროვებენ. კვირას ევროკავშირმა დადო პირობა, რომ კოალიციურ ძალებს 65 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს.