საბერძნეთში დემონსტრანტები სამინისტროში შეიჭრნენ

საბერძნეთში ბიუჯეტის ხარჯების შემცირებითა და გაზრდილი გადასახადებით უკმაყოფილო 30 დემონსტრანტი შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეიჭრა. დემონსტრანტებმა მინისტრის მოსაცდელ ოთახამდე მიაღწიეს. თავად მინისტრი იანინა ვრუცისა ამ დროს სამუშაო ოთახში იმყოფებოდა. დემონსტრანტებმა კაბინეტში შესვლა ვერ მოახერხეს. ისინი პოლიციამ დააკავა.