მომზადდა პარლამენტარების ჩაცმულობის წესის შესახებ კანონპროექტი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ბიძინა გუჯაბიძემ მოამზადა რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტართა ჩაცმულობის წესი უნდა დაარეგულიროს. ამ პროექტით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩაცმულობა ”საპროტოკოლო-საქმიანი ან ეროვნული” უნდა იყოს. ბიძინა გუჯაბიძის განმარტებით, ცვლილებების მომზადების მიზანი ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა და პოპულარიზაციაა.