სერბიის და კოსოვოს პრეზიდენტების პოზიციები უცვლელი დარჩა შეხვედრის შემდეგაც

კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან პირველად სერბიისა და კოსოვოს პრეზიდენტები 6 თებერვალს შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრა ბრიუსელში შედგა ევროკავშირის შუამავლობით. პირისპირ დასხდომამდე სერბიისა და კოსოვოს პრეზიდენტები ცალ-ცალკე შეხვდნენ კეთრინ ეშტონს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკის საკითხებში. შეხვედრის მიზანი იყო ბელგრადსა და პრიშტინას შორის დაძაბულობის შემსუბუქება. შეხვედრის შემდეგ სერბიის პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა განაცხადა, რომ ბელგრადი კოსოვოსგან დამოუკიდებლობაზე უარის თქმას მოითხოვს. კოსოვოს პრეზიდენტმა ატიფეტე იაჰიაგამ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, სამწუხაროდ, ბელგრადი ძველ პოზიციაზე რჩება და სერბიას პოზიციის შეცვლისკენ მოუწოდა.