ერაყში აფეთქებამ შეიწირა რვა ადამიანი

ერაყში რვა ადამიანი დაიღუპა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. აფეთქება ორშაბათს მოეწყო ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მოსულში და, პოლიციის ცნობით, მიმართული იყო სამხედრო ბლოკ-პოსტის წინააღმდეგ. მოსული მრავალეთნიკური ქალაქია, რომელშიც არაბები, ქურთები და თურქმენები ცხოვრობენ.