გაეროს წარმომადგენლები თეირანში მოლაპარაკებებს გამართავენ

გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს წარმომადგენლები თეირანში არიან, დღეს ისინი ირანის ხელისუფლების წევრებთან მოლაპარაკებებს გამართავენ. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ირანის ხელისუფლება დაუშვებს ინსპექტორებს ფარჩინის სამხედრო ობიექტზე, თუკი გაეროს უწყება და ირანის ხელისუფლება შეძლებენ მიაღწიონ მრავალმხრივ შეთანხმებას, რომლითაც აღიარებული იქნება ირანის უფლება აწარმოოს ბირთვული პროგრამები. გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტო თვლის, რომ ფარჩინის ობიექტზე მიმდინარეობს ისეთი პროცესები, რომელიც შესაძლოა ხელს უწყობდეს ბირთვული იარაღის შექმნას. ირანი უარყოფს ატომური ბომბის შექმნის მცდელობას. დღევანდელი შეხვედრა წინ უსწრებს 26 თებერვალს ყაზახეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებს, რომელშიც ერთი მხრივ - ირანი, მეორე მხრივ კი აშშ-ის, საფრანგეთის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და ჩინეთის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.