პაკისტანში პოლიტიკური და რელიგიური პირები სამშვიდობო მოლაპარაკებაზე მსჯელობენ

ისლამაბადში პაკისტანის პოლიტიკური და რელიგიური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა პაკისტანის თალიბანს სამშვიდობო მოლაპარაკება შესთავაზონ. საერთო ჯამში, დღეს დაწყებულ შეხვედრაში 26 პარტია მონაწილეობს. თუმცა მონაწილეობაზე უარი განაცხადა ორმა პარტიამ - თალიბანის მომხრე ჯამაათ-ე ისლამიმ და თეჰრიკ-ე ინსააფმა. რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახური ერთ-ერთი ოფიციალურ პირის სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კონფერენციაზე შემუშავებულ რეკომენდაციებს წარუდგენენ პაკისტანის პრეზიდენტს და სამხედრო ხელმძღვანელობას.