დაღესტანში მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში მოკლულია უკანონო შეიარაღებული ფორმირებების სამი წევრი

დაღესტანში, ხასავიურტის რაიონში, მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში მოკლულია უკანონო შეიარაღებული ფორმირებების სამი წევრი. რესპუბლიკის საგამოძიებო სამმართველოს თანახმად, საბრძოლო შეტაკება მოხდა სოფელ პოკროვსკოესთან. შაბათს საღამოს დაღესტნის ამავე რაიონში შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისთვის მოკლულ იქნა კიზილიურტის დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი.