ბულგარეთში ათეულათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო გამოსვლებში

ბულგარეთში ათეულათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა გამოსვლებში ელექტროენერგიაზე მაღალი ფასების წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად. დემონსტრაციები გაიმართა ოც ქალაქში. მათი მონაწილეები გამოვიდნენ მოწოდებით, გადადგეს მთავრობა და ელექტროენერგიის გამანაწილებელი დარგის ხელახალი ნაციონალიზაცია მოხდეს. გამოსვლებს თან ახლდა არეულობები.