ეგვიპტის საპარლამენტო არჩევნები აპრილში დაიწყება

ეგვიპტის პრეზიდენტმა მუჰამედ მურსიმ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ამ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 27 აპრილს დაიწყება და ივნისში დამთავრდება. არჩევნები 4 ეტაპად ჩატარდება, საკანონმდებლო ორგანო კი 6 ივლისს შეიკრიბება.