დამასკში აფეთქებების შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი მოკვდა

დამასკში, მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ბომბი მმართველი ბაათის პარტიის შტაბბინასა და რუსეთის საელჩოს სიახლოვეს აფეთქდა. რუსეთის საელჩოს შენობა დაზიანდა, თუმცა თანამშრომლები არ დაშავებულან.