აშშ-ის ელჩმა მედიასკოლის კურსდამთავრებუ- ლებს უმასპინძლა

Your browser doesn’t support HTML5

21 თებერვალს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა, დიპლომები და სერტიფიკატები გადასცა „რადიო თავისუფლების” მედიასკოლის კურსდამთავრებულებს. ერთწლიანი სასერტიფიკატო და ორთვიანი სტაჟირების პროგრამები IREX G-MEDIA-ს პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. სკოლის მიზანი საქართველოში ჟურნალისტური სტანდარტების ამაღლებაა.