პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში პოლიციის მანქანას დაესხნენ თავს

პაკისტანში, ამ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, ერთი პოლიციელი დაიღუპა და ორი დაშავდა, მათ მანქანაზე თავდასხმის დროს. საპასუხო ცეცხლით მოსპეს სამი მოიერიშე. თავდასხმაზე, რომელიც ფეშავარიდან 50 კილომეტრში მოხდა, არავის უკისრია პასუხისმგებლობა.