მადრიდში საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები დააპატიმრეს

ესპანეთის ხელისუფლების ცნობით, მადრიდში, 45 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ცხრა არასრულწლოვანი, მომჭირნეობის პროგრამის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო გამოსვლის დროს. ათეულათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა პარლამენტისკენ მსვლელობაში, რომლის მონაწილეები გადასახადების ზრდის, ხარჯების შემცირების და მაღალი უმუშევრობის წინააღმდეგ გამოვიდნენ ქუჩაში. პოლიციის თანახმად, დემონსტრაციის დაშლის შემდეგ, მადრიდის მთავარ სარკინიგზო სადგურთან, ქუჩაში არეულობაში გარეული იყვნენ ახალგაზრდები. ათეულობით პირი მსუბუქად დაშავდა.