ოსკარების ცერემონიაზე საუკეთესო ფილმად ”არგო” აღიარეს

ოსკარებით დაჯილდოების 85-ე ცერემონიალზე საუკეთესო ფილმად ბენ აფლეკის ”არგო” აღიარეს. საუკეთესო კაცი მსახიობის ნომინაციაში ”ოსკარი” მიიღო დენიელ დეი-ლუისმა როლისთვის სტივენ სპილბერგის ფილმში ”ლინკოლნი”. საუკეთესო ქალი მსახიობის ტიტული ჯენიფერ ლორენსს მიენიჭა ფილმისთვის "Silver Linings Playbook". საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა ფილმმა"Amour". ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ”ოსკარი” მიენიჭა ენ ჰათევეის ფილმისთვის ”საბრალონი”. კაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლად კი დასახელდა ქრისტოფ ვალცი ფილმისთვის "გათავისუფლებული ჯანგო".