ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სარქისიანი გამარჯვებულად ოფიციალურად ცნო

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოფიციალური სერტიფიკატით დაადასტურა საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანი მეორე ვადით არჩევა. 18 თებერვალს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში სარქისიანმა ხმათა 58.6 % მიიღო, მეორე ადგილზე გასულ რაფი ჰოვანესიანს კი წილად ხვდა ამომრჩეველთა ხმების 37 %-ი. იგი აპროტესტებს არჩევნების შედეგებს. კვირას ჰოვანესიანის მომხრე რამდენიმე ათასმა კაცმა ერევნის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართა.