ეგვიპტეში საჰაერო ბურთის ჩამოვარდნას 19 ტურისტი ემსხვერპლა

ეგვიპტის სამხრეთით მდებარე ქალაქ ლუქსორთან საჰაერო ბურთის აფეთქებისა და ჩამოვარდნის შედეგად 19 ტურისტი დაიღუპა. ტურისტები დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, ჰოლგ კონგიდან და იაპონიიდან არიან. ცოცხალი გადარჩა ორი ადამიანი - ბურთის პილოტი და ერთი ტურისტი.