კერი ბერლინში მერკელს და ლავროვს შეხვდა

ჯონ კერი აშშ-ის სახემწიფო მდივნის რანგში თავის პირველ ტურნეს აგრძელებს. ის ბერლინში შეხვდა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და საგარეო საქმეთა მინისტრ გვიდო ვესტერველეს. საუბარი სირიის კრიზისს და ირანის ბირთვულ პროგრამას შეეხო. დღის მეორე ნახევარში კერი შეხვდა თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს. მათი საუბრის მთავარი თემა სირია იყო. ამ საკითხში ორი ქვეყნის პოზიციები არსებითად განსხვავებულია. ლავროვმა თქვა, რომ არაერთი საკითხი არსებობს, რომლებშიც ვაშინგტონის და მოსკოვის ინტერსები ემთხვევა.