პაკისტანის პოლიცია: კარაჩიში შიიტურ მეჩეთში აფეთქებას სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის პოლიციის ცნობით, კარაჩიში, შიიტური მეჩეთის შესასვლელთან ბომბი აფეთქდა, რასაც სულ მცირე 25 ადამიანის სიკვდილი და კიდევ მინიმუმ 50-ის დაჭრა მოჰყვა. აფეთქება საღამოს ლოცვის დასრულების შემდეგ მოხდა, როცა მლოცველები მეჩეთს ტოვებდნენ. ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არავის აუღია. გავრცელებული ცნობებით, დაშავებულებს შორის არიან ქალები და ბავშვები, რომლებიც აფეთქების მომენტში მეჩეთის სიახლოვეს იმყოფებოდნენ.