სტალინის „მუზეუმი“ აივანზე

Your browser doesn’t support HTML5

გორის რაიონის სოფელ ატენში 81 წლის ჟუჟუნა ნათაძეს თავისი სახლის აივანზე იოსებ სტალინის „მუზეუმი“ აქვს მოწყობილი. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ქალბატონი ჟუჟუნა მთელს საქართველოში აგროვებდა საბჭოთა ბელადის ცხოვრებასთან დაკავშირებულ ექსპონატებს. ექსპოზიციას, ძირითადად, სტალინის ფოტოები და ნახატები შეადგენენ.