ყირგიზეთში დემონსტრანტები მოითხოვენ სამი ოპოზიციონერის გათავისუფლებას

ყირგიზეთის სამ ქალაქში დემონსტრაციები იმართება პარლამენტის სამი ოპოზიციონერი წევრის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით. ოპოზიციურ პარტია „ატა-იურტის“ ლიდერებსა და პარლამენტარებს, კამჩიბენ ტაშიევს, სადირ ჯაპაროვსა და ტალანტ მარნიტოვს წაყენებული აქვთ მასობრივი არეულობის პროვიცირების ბრალდება. საქმე ეხება მათ როლს ბიშკეკში 2012 წლის ოქტომბერში გამართულ საპროტესტო აქციებში. დღეს ყველაზე მრავალრიცხოვანი დემონსტრაცია ტარდება სამხრეთში მდებარე ქალაქ ოშში.